კალათბურთი

22:16 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამონდის საოცარი შედეგი

2003 წლის შემდეგ "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ანდრე დრამონდი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მინიმუმ 20 და მეტი მოხსნა შეასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას thescore.com-ი ავრცელებს.

ბოლოს ვინც მსგავსი შედეგი 2003 წელს დააფიქსირა ბენ უოლასი იყო. ნბა-ს ისტორიაში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა მოახერხა ზედიზედ ხუთ მატჩში მინიმუმ 20 და მეტი მოხსნის გაკეთება. ესენი იყვნენ დენის როდმანი (4-ჯერ), კვინ უილსი და ბენ უოლასი. რეკორდი მსგავი შედეგისა, როდმანს ეკუთვნის, რომელმაც მინიმუმ 20 მოხსნა ზედიზედ შვიდ მატჩში შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126675