ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "გალათასარაის" "რეალის" წინააღმდეგ კოლუმბიელი შემტევი რადამელ ფალკაო ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას As.com-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელს კოჭის ტრავმა აწუხებს და მისი მინდორზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაიით, ფალკაო გუნდს მადრიდში გაყვა და თანაგუნდელებს სათადარიგოთა საკამიდან გაამხნევებს.
რადამელი თურქულ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ექვსი შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
"რეალი" გალათასარაის შეხვედრა 6 ნოემბერს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა სტამბულში "რეალის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.