იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ მატიას დე ლიხტი გამოაკლდა. ჰოლანდიელმა მცველმა „ტორინოსთან“ (1:0) დაპირისპირების დროს მარცხენა ფეხი იტკინა.
20 წლის ფეხბურთელი „ბებერ სინიორას“ ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და გუნდს მოსკოვში საერთოდ არ გაჰყოლია.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დე ლიხტის დაზიანება. თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარიმ რისკზე წასვლა არ გადაწყვიტა და ჰოლანდიელიც რუსეთში ამიტომ არ წაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" "ლოკომოტივს"6 ნოემბერს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს გაიფორმებს.