ზუსტად 11 წლის წინ, 2008 წლის 5 ნოემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკამ მოწინააღმდეგე ფეხზე წამომდგარმა ტაშით გააცილა. ეს ადამიანი ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელმაც "რეალთან" ნამდვილი წარმოდგენა დადგა.
ლეგენდარულმა იტალიელმა "სამეფო კლუბს" ორი გოლი გაუტანა და თავის გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა - 2:0. სხვათა შორის, ალექსს მატჩის მიწურულს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა.
ეს დღე და თამაში დელ პიეროს მრავალფეროვან კარიერაში ერთ-ერთ მწვერვალადაა მიჩნეული.