ფეხბურთი

12:52 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ სანჩოს უტრიალებს

მადრიდის „რეალი“ ისევ დაინტერესდა „დორტმუნდის“ ინგლისელი ნახევარმცველით, ჯეიდონ სანჩოთი. „რეალს“ კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაუწევს - წერს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, გერმანულ კლუბში უკვე შეეგუენ, რომ სეზონის ბოლოს სანჩო სხვა გუნდში გადავა და მისი შემცვლელის ძებნაც დაიწყეს.

სანჩოს პსჟ-ც აკვირდება. „მანჩესტერს“ კი სანჩოს გადაბირებაში ხელი შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრამ შეუშალოს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სანჩომ „დორტმუნდის“ მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111305