მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „დოტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„შინ ჩინებულად ვითამაშეთ „დორტმუნდთან“ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიახ, რთული მატჩი გველის. „ბორუსია“ გამოცდილი გუნდია, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაში. ამიტომ, ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება.
სტადიონზე ძალიან დაცხება. ყველამ იცის როგორი გულშემატკივრები ჰყავს „ბორუსიას.“ ისინი ყოველთვის გუნდის ერთგულები არიან. ამიტომ, საჭიროა მტკიცე ხასიათი გამოვავლინოთ.
თუმცა, ვინც „ინტერისგან“ დაცვით ფეხბურთს ელოდება, ძალიან ცდება. ჩვენ კართან მიჯაჭვული მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ მასპინძლები გვაიძულებენ ამას. ჩვენი მოდელი არ იცვლება იმის მიხედვით შინ ვთამაშობთ თუ სტუმრად. ჩვენი ძლიერი მხარეები ვიცით და მის გაუმჯობესებაზე ყოველდღე ვმუშაობთ.“ - უთხრა კონტემ უეფას პრესსამსახურს.