ფეხბურთი

2:21 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლო: "რომაში" 10 ნომრით თამაში ტოტის უპატივცემულობა იქნება"

იტალიური „რომას“ იმედისმომცემმა ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისურით „ჯალოროსიში“ არასდროს ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ამას პატივისცემის გამო არ გააკეთებს.

„ჩემი საფეხბურთო კერპები კაკა და რონალდინიო არიან: კაკა ჩემთვის შთაგონება იყო სათამაშო სტილის კუთხით, მეტ-ნაკლებად მეც მის პოზიციაზე ვთამაშობ, მისი თვისებები კი შეუდარებელი იყო. რონალდინიოს გამო კი „ბარსელონას“ და „მილანის“ თამაშებს სიამოვნებით ვუყურებდი.

„რომას“ 10 ნომერი? არა, ამაზე არც მიფიქრია. არც კი ვეცდები, რომ 10 ნომერი მოვირგო, რადგან ეს კაპიტნისადმი (ტოტი - რედ) პატივისცემის ფორმაა“, - აღნიშნა ძანიოლომ.

აქვე გეტყვით, რომ ძანიოლო კარგ სეზონს ატარებს და ბოლო ოთხ თამაშში („გლადბახთან“, „მილანთან“, „უდინეზესთან“, „ნაპოლისთან“) მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

0.135223