ფეხბურთი

0:04 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემს გუნდთან ძლიერ კავშირს ვგრძნობ" - ტენ ჰაგმა "ბაიერნს" უარი შეუთვალა

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის დატოვება და მუშაობის მიუნხენის „ბაიერნში“ გაგრძელება გამორიცხა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა „ჩელსისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულამდე ამსტერდამის დატოვებას არ აპირებს.

„ჩემს გუნდთან ძლიერ კავშირს ვგრძნობ. შემიძლია დავადასტურო, რომ „აიაქსში“ სეზონის ბოლომდე დავრჩები“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. ერთ-ერთ კანდიდატად კი, ტენ ჰაგი დასახელდა, რომელიც თავის დროზე „რეკორდმაისტერში“ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

თუმცა, ერიკმა როგორც უკვე გამცნეთ, მიუნხენურ გიგანტში გადაბარგება გამორიცხა და ახლა გერმანელებს სხვა კანდიდატებზე მოუწევს აქცენტის გაკეთება, რომელთა შორის მასიმილიანო ალეგრი, არსენ ვენგერი, რალფ რანგნიკი და ჟოზე მოურინიო არიან.

სტატისტიკა
0.336162