ფეხბურთი

22:58 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "სეზონის ბოლომდე არავისგან არაფერს ველოდებით და ეს ბიჭებმაც იციან"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე არავისგან არაფერს ელოდებიან. მიუხედავად ამისა, იმერელთა დამრიგებელი იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ მისი გუნდი დარჩენილ სამ ტურში ბოლომდე იბრძოლებს.

„ჩემი აზრით, წაგების ღირსები არ ვიყავით. „დინამოს“ გამარჯვებას არ ვაკნინებ, მაგრამ იმ მომენტების გათვალისწინებით რაც შევქმენით, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. ბიჭებს შესწევთ ძალა, რომ პრობლემებს თავი დავაღწიოთ და დარჩენილ სამ ტურში ბოლომდე ვიბრძოლებთ, უფრო მეტად შევიკვრებით. სეზონის ბოლომდე არავისგან არაფერს ველოდებით, ეს ბიჭებმაც უკვე იციან, თუმცა თუ რაიმე სასიკეთოდ გაირკვევა, მოტივაცია მოგვემატება“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

„ტორპედო“ 33 ტურის შემდეგ 40 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს. შესაბამისად, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი ჯერჯერობით შენარჩუნებული არ აქვს.

0.123611