ფეხბურთი

21:18 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე გომეშის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ლივერპულის „ევერტონის“ ნახევარმცველი ანდრე გომეშის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მოტეხილ მარჯვენა კოჭზე პორტუგალიელის ქირურგიულმა ჩარევამ ძალიან კარგად ჩაიარა.

ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, ხოლო ლაზარეთში ყოფნა 6-დან 12 თვემდე მოუწევს.

„ანდრეს სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ „ევერტონის“ ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინდელი მატჩის შემდეგ შეტყობინებები გამოგვიგზავნეს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანდრე გომეშმა ჰონ-მინ სონთან და სერჟ ორიესთან შეჯახების შემდეგ ფეხი მოიტეხა და უმძიმესი ტრავმა მიიღო.

სტატისტიკა
0.361511