სხვა

19:25 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ "ISU Asian Open"-ზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს (+VIDEO)

30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ დონგუანში " ჩელენჯერის" სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი "ISU Asian Open" გაიმართა, სადაც სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე 8 ქვეყნის 11 წყვილს შორის გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

ქართველი წყვილისათვის გრან- პრის სერიის ტურინის ფინალური საგზურის მოპოვების შემდეგ ,ამ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული საჭირო ქულათა რაოდენობა მათთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ დაწესებულზე გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულები დააგროვეს და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს, ხოლო ტურნირზე აღებული 174, 63 ქულით მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლებიც დაიმსახურეს.

პირველ პოზიციაზე ამერიკული დუეტი კრისტინა კარეირა და ანტონი პონომარენკო გავიდნენ, რომლებმაც 191, 55 ქულა დააგროვეს და პირველობა არავის დაუთმეს. მეორე ადგილზე კი 176,38 ქულით რუსი მოციგურავეების წყვილი ქსენია კონკინა და პაველ დროზდი გავიდნენ.

აქვე გეტყვით, რომ 2014-2015 წლიდან ყოველწლიურად საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით , გრან - პრის ეტაპების პარალელურად ტარდება " ჩელენჯერის" სერიის საერთაშორისო ტურნირები.

0.124965