ავტოსპორტი

5:31 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა გაიმარჯვა, ჰამილტონი მეექვსე ტიტულს დაეუფლა

შეერთებული შტატების დიდი პრიზის რბოლაში მეორე ადგილის დაკავებით, ლუის ჰამილტონმა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტული, სეზონის დასრულებამდ ეორი ეტაპით ადრე გაიფორმა. ჰამილტონს ჩემპიონატის მოსაგებად ოთხი ქულაღა ჰყოფნიდა, მაგრამ როგორც ჩემპიონს ეკადრება, გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძლა.

რბოლა მისმა თანაგუნდალმა ვალტერი ბოტასმა მოიგო, ვინც ტიტულისთვის ბრძოლაში, ჰამილტონის ერთადერთ კონკურენტად რჩებოდა. მან უკეთესი სტრატეგიით მიღებული უპირატესობით ისარგებლა, უკან ჩამოიტოვა ბრიტანელი და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

ამგვარად, ჰამილტონს ერთი ტიტული აკლია მიხაელ შუმახერის რეკორდულ 7 ტიტულამდე. გარდა ამისა, გერმანელისვე კიდევ ერთ რეკორდამდე - 91 გამარჯვებამდე, ბრიტანლს 8 მოგებაღა აშორებს. მასვე რეკორდულად ბევრი - 87 პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული.

„მე შედევრზე ვმუშაობ, რომელიც ჯერ არ დამისრულებია. ვფიქრობ, ბევრი დროა საჭირო იმისათვის, რომ ოსტატობას მიაღწიო და ვგრძნობ, რომ ამას ვაღწევ. მაგრამ ჯერაც რაღაც მაქვს ასათვისებელი, რასაც უკვე მიღწეულს დავამატებ“, - ნარბოლევს განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ აშშ-ის დიდი პრიზი მეშვიდედ მოეპოვებინა. მაგრამ ბოტასმა ამის საშუალება არ მისცა.

„დარწმუნებული ვარ, ლუისს ტიტულის მოპოვება გამარჯვებით სურდა და მიხარია, რომ ამის საშუალება არ მივეცი“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც სტარტი პოულიდან აიღო და ლიდერობა ორჯერ, პიტ სტოპების შესრულების შემდეგ დაკარგა. თუმცა კარგად გათვლილი სტრატეგიის წყალობით შეძლო დანაკარგის აღმოფხვრა და ჰამილტონს საკმაოდ დაძაბული ბრძოლით, ფინიშამდე 4 წრით ადრე გაასწრო.

მესამე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, ვინც რბოლის მიწურულს დაეწია ჰამილტონს, მაგრამ ბრძოლის შანსი აღარ მიეცა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა შარლ ლეკლერი, ვისაც ძველი აგრეგატით მოუწია ასპარეზობამ. მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა კი რბოლა ნაადრევად, დაზიანებული საკიდარის გამო დაასრულა.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი, დისტანცია 308.896 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:33:55.653
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.148
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 5.002
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 52.239
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:18.038
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:30.366
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:30.764
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 2 წრე
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 4 წრე
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 25 წრე
  20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 49 წრე

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:36.169 (44-ე წრე, 206.374 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 381 (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 314; 3. შარლ ლეკლერი - 249; 4. მაქს ფერსტაპენი - 235; 5. სებასტიან ფეტელი - 230; 6. ალექს ალბონი - 84; 7. კარლოს საინსი - 80; 8. პიერ გასლი - 78; 9. დანიელ რიკარდო - 46; 10. სერხიო პერესი - 43; 11. ლანდო ნორისი - 41; 12. დანიილ კვიატი - 36; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 35; 14. კიმი რაიკონენი - 31; 15. ლანს სტროლი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 20; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 4; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 695 (ჩემპიონი); 2. ფერარი - 479; 3. რედ ბულ-ჰონდა - 366; 4. მაკლარენ-რენო - 121; 5. რენო - 81; 6. ტორო როსო-ჰონდა - 67; 7. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 64; 8. ალფა რომეო-ფერარი - 35; 9. ჰაას-ფერარი - 28; 10. უილიამს-მერსედესი - 1

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115415