ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და 108:95 დაამარცხა. ინდიანაპოლისელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და შეიძლება ითქვას, პრობლემების გარეშე იმარჯვეს.
ბითაძე ამჯერად წინა მატჩივით ორმაგი დუბლის ზღვარზე არ ყოფილა, მაგრამ ურიგოდ არ გარჯილა და მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურად ითამაშა.
20 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:57 წუთი გაატარა და შეტევაში 57%-იანი სიზუსტით ითამაშა. ბითაძემ საკუთარ გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება შესძინა, 6-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ინდიანას“ რიგებში გამორჩეული თი ჯეი ვორენი (26 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი) და მალკოლმ ბროგდონი იყვნენ (22 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი). სხვათა შორის, ბითაძეს დაფარებებში ბადალი არ ჰყოლია და 4 ბლოკი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.
„ინდიანა პეისერსმა“ სეზონის სტარტზე განცდილი სამი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამედ იმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 6 ნოემბერს, სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯარიმები გოგაა ჯარიმებიიიი
ძაან კაია თავდაჯერება და ყველაფერი კარგად იქნება
ინდიანა კი ფლეიოფში აუცილებლად გავა არაა დიდი დრო დარჩენილი დიპოს დაბრუნებამდე ტერნერი დამანტასი ბროგდონი დიპო სერიოზული გუნდია და თუნდაც აქ ყოფნით ბევრ რამეს ისწავლის გოგსონა
ფლეიოფი ცოტაა ინდიანას თვის ისეთი კარგი გუნდია. ოლადიპო რო დაბრუნდება საერთოდ ფლეიოფის პირველი წრე უნდა გაიარონ და მერე ვინც არ უნდა შეხვდეს თავს რო შეაკლავენ ეგეც მაგრად მჯერა. ვორენი ბროგდონი ოლადიპო ისეთი უკანა ხაზია ბევრს არც კი დასიზმრება
ზოგადად ინდიანას ეგეთი სტილი აქვს დაცვაზე მეტად არის ორიენტირებული და კარგად გამოდის. კარგი გუნდია მე მომწონს აქ შეიძლება გოგა ავიდეს მაღალ საფეხურზე. გოგას თამაშს რაც შეეხება იყო კარგი კარგი მატჩი ნამდვილად ქონდა. იყო მატჩში ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლი ინდიანას თვის მაგრამ იყო შეცდომები რაც ალბათ არის ნბაში ნაკლები პრაქტიკის და გამოცდილების. ზოგჯერ ზედმეტად აქტიურობდა ზოგჯერ აგვიანებდა. მთავარი პრობლემა ჯარიმებია თუ გინდა სტარ ცენტრად ჩამოყალიბდე ასე მარტივად არ უნდა ჯარიმდებოდე. თითქმის ყველა კონტაქტზე ჯარიმას კიდებდნენ ეგრე გაგაწამებენ შემოიყვანა მწვრთნელმა და ეგრევე დაჯარიმდა ტიპი და მერე იასნა ეგრევე გაიყვანა. ბლოკები კარგია მაგრამ საჭიროა დახვეწა დაცვაში აქტიურობა რა თქმა უნდა კარგია მაგრამ ამ აქტიურობით გუნდი არ უნდა დააღალატო. ნორმალური თამაში იყო საბოლოო ჯამში.მთავარი რაც ჩანს ისაა რო პოტენციალი დიდი აქვს. ყველაფერი აქვს რაც თანამედროვე ცენტრს აქვს სამიანები ხო ასწორებს ძალიან კარგია ყველაფერი მოვა შრომასთან ერთად
ხო, უფრო აკურატული რომ გახდეს დროც მოემატება და შესაბამისად სტატისტიკასაც გაიუმჯობესებს.
თამაშის რიტმიდან ვარდება კალათბურთელი ხშირი ფოლების დროს. მწვრთნელს გაჰყავს და ინახავს კონკრეტული სიტუაციებისთვის. ეს გოგას არ უნდა აწყობდეს.
foul trouble
მთავარი პრობლემა
ასეთი შანსები უნდა გამოიყენო
მერედა პრობლემა სადაა? მშვენივრად იყენებს, თუ გინდა ახლა გუშინ მოსულმა ბიჭმა ეგრევე მვპიობა დადოს?
მვპ-ობა რა შუაშია ეგ პრობლემა არაა შენი აზრით?
თუ პრობლემებზე საუბარი არ შეიძლება?
ხო და პრობლემა რაშია ვერ გავიგე, ვინმე ამ ეტაპზე(მითუმეტეს თითქმის მთელი მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა) მეტს ელოდა ვინმე? საღოლ მაშინ რა, ღმერთმა ქნას პირველივე წელს ოლსტარში ეთამაშოს, მარა არაა ეგრე.D
foul trouble თუ არ იცი არის ზედმეტი უაზრო არასაჭირო ჯარიმების მიღება
ესაა პრობლემა და ძალიან დიდი ხანია აქვს ეს პრობლემა გოგას
ხალხი 3 დღეა 4-მაგ დუბლებზე გიანისებზე და რუქი ოფ ზე იარზე ბაზრობს ბლოკა ბითაძე და თემებზე ბაზრობს ამ დროს მეტი ვერაფერი ნახე პასუხ გასაცემი? :დ თან ასეთ პრობლემაზე რასაც უბრალოდ კონცენტრაცია ჭირდება და მეტი არაფერი უმარტივესად რო გამოასწორებს კალათბურთელი თან შენ არ ვიცი უყურებ თუ არა მარა მე მთელი მისი კარიერა ვუყურებ და 2 წელია მაგაზე მიდის ლაპარაკი ეგ ქონდა მინუსი ABA ლიგაშიც
აა ახლა გავიგე სხვადასხვა კომენტარებმა შეგიქმნა გადამეტებული მოლოდინი. ეხ მაგეებს ნუ აყვები მაგენი დღეს, რომ კოსმოსში აიყვანენ გოგას, ხვალ ღმერთმა ნუ ქნას და თუ წაიფორხილა, ეგრევე ჩვენი სუპერ ლიგის დონისათ გამოაცხადებენ.DDD ისე რაღაც რაღაცეები, რომ დასახვეწია გეთანხმები რა თქმა უნდა.
ამ ეტაპზე დიდი ნდობა აქვს ყველა პრინციპულ მომენტში მწვრთნელს გოგა გამოყავდა მაგრამ რად გინდა ეგრევე ფოლს იკიდებდა მესამემეოთხე პერიოდი სუპერ მეორე პერიოდის შემდეგ კოშმარად მექცა.. განსაკუთრებით ამი წუთი რო იყო დარჩენილი და მწვრთნერლმა შემოიყვანა თუ არა ეგრევე მეექვსე ფოლი მიიღო
ამ თამაშში ინდიანას ოლადიპოსთან და ძირითად ცენტრ ტერნერთან ერთად საბონისიც გამოაკლლდა ამიტომ გოგას ეს მომენტი უფრო ნაყოფიერად უნდა გამოეყენებინა სამწუხაროდ მეოთხე ცენტრი ლიფტი უფრო ნაყოფიერი იყო გოგამ ბრწყინვალე მეორე პერიოდის შემდეგ მესამე პერიოდი პირწმინდად ჩააგდო მარკანენზე უაზრო ჯარიმის შემდეგ ძალიან აიჭრა და საბოლოოდ მისი სისუსტე 6 ფოლში გამოისახა.. საბონისი მალე დაბრუნდება აი ტერნერამდე კი კიდევ აქვს შანსი მაქსიმალური სტატისტიკა დადოს თუარადა მოუწევს შერმადინი რო იყო პანათინაიკოსში ისე მესამე ცენტრად 4-5 წუთამდე ჩამოქვეითება... მეტი მოთმინება და ნაკლები ემოცია ჭირდება...უდიდესი პოტენციალი აქვს გუშინ არ აჭრილიყო და 20 ქულამდე და 15 მოხსნამდე მარტივად ავიდოდა... მისმა შემცვლელმა ლიფტმა 13 ქულა და 15 მოხსნა დადო...
გოგამ ბევრი უნდა იშრომოს და დარწმუნებული ვარ კარიერის განმავლობაში ოთხმაგი დუბლებიც ექნება, დაუჯერებლად ჟღერს მაგრამ როცა სადღაც 40 წუთს ითამაშებს მისთვის ნამდვილად არაა უტოპია 10 ბლოკი და 10 პასი, ნუ 10 ქულა და მოხსნა თავისთავად
ვაუუუ მარემ ხუთმაგი დუბლი გააკეთოს (10 ჩაჭრაც მიუმატოს) და გახდება ისტორიაში ერთადერთი და განუმეორებელი მუდმივი რეკორდსმენი DD