ფეხბურთი

1:50 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონის წითელი და ცრემლები - ანდრე გომეშმა საშინელი ტრავმა მიიღო (+VIDEO)

ლივერპულის "ევერტონის" ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. "ტოტენჰემთან" მატჩის მიწურულს პორტუგალიელმა ფეხი მოიტეხა. ყველაფერი კი ჰონ-მინ სონის უხეშ ვარდნას მოჰყვა.

ეპიზოდი იმდენად შემზარავი იყო, რომ ფეხბურთელები ერთი ხანობა პანიკაში იყვნენ. სამხრეთ კორეელმა კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დამსახურებულად დატოვა. თვითონ სონიც ნანობდა თავის საქციელს, ცრემლები ვერ შეიკავა და გაძევებას საერთოდ არ დარდობდა.

უშუალოდ მატჩი კი, ფრედ 1:1 დასრულდა. დელე ალის გოლს ჯენქ თოსუნმა უპასუხა.

0.129434