ფეხბურთი

0:47 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" კოვაჩი დაითხოვა

ნიკო კოვაჩი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა - გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. კლუბმა მადლობა გადაუხადა ხორვატ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის.

მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება კი ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ბრალია. უახლოესი მატჩებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში „ოლიმპიაკოსთან“ და ბუნდესლიგაში „დორტმუნდთან,“ გუნდს კოვაჩის თანაშემწე, ჰანს ფლიკი მოამზადებს.

ამჟამად, „ბაიერნს,“ 18 ქულით, ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი უკავია.

48 წლის კოვაჩმა მიუნხენური კლუბი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114883