ფეხბურთი

22:43 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი „ლესტერი“

„ჩვენ პრემიერლიგას მოვიგებთ - მღეროდნენ „სელჰერსტ პარკის“ კუთხის სექტორში მოკალათებული „ლესტერის“ ქომაგები. “ლესტერი“ ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. ბრენდან როჯერსის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, აქედან პრემიერლიგაში მიჯრით მესამე. წინა ტურში „საუთჰემპტონის“ იავარქმნის შემდეგ (9:0), „მელიებმა“ კერკეტი „კრისტალ პალასიც“ არ დაინდეს. სტუმრად 0:2 დაამარცხეს და ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნეს.

ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა კი გაიხსენეს, რომ მე-11 ტურის შემდეგ, „ლესტერს,“ ამჯერად ერთი ქულით მეტი აქვს, ვიდრე საჩემპიონო 2015-16 წლების სეზონში.

ლიდსელმა არბიტრმა, მარტინ ატკინსონმა, „ევერტონი“ და „ტოტენჰემი“ 100 წუთზე მეტ ხანს ათამაშა. „დეზებს“ ბოლო კვირაში მეორედ მოუწიათ ლივერპულში ჩასვლა. ორივე შემთხვევაში იგებდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. წინა ტურში „ლივერპულთან“ დამარცხდენენ, ახლა კი დელე ალის გოლით 97(!)-ე წთამდე იგებდნენ. ლამის მე-100 წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯენკ ტოსუნმა გაათანაბრა.

ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმრები 79-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. კორეელი სონი მსაჯმა პორტუგალიელ ანდრე გომეშთან უხეშობისთვის გააძევა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-11 ტური. 3 ნოემბერი

კრისტალ პალასი - ლესტერი 0:2

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“ 25 480

0:1 სეიუნჯუ (57), 0:2 ვარდი (89)

კრისტალ პალასი: გუაიტა, კეჰილი, ტომკინსი, უარდი, ვან ანჰოლტი, შლუპი, მაკარტური (მაკარტი 78), კუიატე (მაიერი 74), მილივოევიჩი, აიუ (ბენტეკე 78), ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

ლესტერი: შმაიხელი, ევანსი, პერეირა, სეიუნჯუ, ჩილუელი, ტილემანსი, ნდიდი, მედისონი (პრატი 90+1), ბარნსი (მორგანი 85), ვარდი, პერესი (გრეი 74)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: შლუპი (54), ტომკინსი (63); ევანსი (48), სეიუნჯუ (81)

ევერტონი - ტოტენჰემი 1:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 60 383

0:1 ალი (63), 1:1 ტოსუნი (90+8)

ევერტონი: პიკფორდი, სიდიბე, ჰოლგეიტი, მინა, დინი, დევისი (კალვერტ-ლევინი 84), გომეში (სიგურდსონი 87), დელფი, უოლკოტი (ტოსუნი 68), აივობი, რიშარლისონი

მწვრთნელი: მარკუ სილვა

ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე (ფოიტი 88), ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი, სისოკო, ნდომბელე (ლო ჩელსო 73), ერიკსენი (სესენონი 90+12), ალი, სონი, მოურა

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: უოლკოტი (30); ერიკსენი (31), ნდომბელე (65)

გაძევება: სონი (79)

0.143309