ჩოგბურთი

21:19 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და მაკინროის გაუთანაბრდა

პარიზის მასტერსი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. ნოვაკმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, ATP-ის 77-ე ტიტული მოიგო, რითაც ლეგენდარულ ჯონ მაკინროის გაუთანაბრდა. სერბი რაფაელ ნადალს (84 ტიტული), ივან ლენდლის (94), როჯერ ფედერერს (103), ჯიმი კონორსს (109) აჯობა.

ნოლემ ფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი 6:3, 6:4 დაამარცხა. დენისს არანაირი შანსი არ ჰქონია, მეორე სეტში ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით €995,720 და 1000 სერიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117929