„დინამო თბილისმა“ კონკურენტების წაფორიხლების ისარგებლა, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.
ფელის ვისენტეს გუნდმა „დინამო ბათუმისა“ და „საბურთალოს“ უქულოდ დარჩენის შემდეგ დიდებული საჩუქარი მიიღო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა, და ბუნებრივია ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოედანზე მხოლოდ სამი ქულისთვის გავიდა.
თავის მხრივ, იმერულ გუნდში ვითარება არ იცვლება და ამ შეხვედრას ზედიზედ 5 წაგებით შეხვდა. კახა ჩხეტიანის გუნდი ასეთი წარმატებელი სერიის ფონზე რა გასაკვირია, რომ უკვე საგანგაშო ვითარებაში ჩავარდა.
„დინამომ“ მეტოქეს ადვილად აჯობა და მატჩის გმირი იმერელთა ყოფილი ფორვარდი ლევან კუტალია გახდა, რომელმაც პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჯერ მე-20 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ქიმაძე-კუხიანიძის კომბინაცია ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 2:0.
დარჩენილ დროში „ტორპედო“ ეცადა, მდგომარეობა გამოესწორებინა, მაგრამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნა და გოლიც გაიტანა. „დინამომ“ კი მთლიანობაში მშვიდად იმარჯვა, რადგან მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე კიკნაძის გატანილმა გოლმა ვერაფერი შეცვალა, მატჩის იქვე დამთავრდა და დედალაქური გუნდი სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე აღზევდა.
„დინამო თბილისს“ 66 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დინამო ბათუმს“ 2 ქულით გადაასწრო. აი, „საბურთალოს“ შანსი კი კიდევ უფრო შემცირდა, რადგან ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი ლიდერთან 5 ქულას აგებს და 3 ტურისთვის ეს მართლაც სერიოზული ჩამორჩენაა.
ქუთაისის „ტორპედომ“ კი ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო. შედეგად უკვე მე-7 ადგილამდე დაქვეითდა და პლეი-აუტს 2 ქულა აშორებს. იმერელთა სიტუაციას და სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის მდგომარეობა უკვე უშუალოდ მინდორზეც დამძიმდა.
„დინამო“ (თბ) – „ტორპედო“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 კუტალია (20), 2:0 კუტალია (34), 2:1 კიკნაძე (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ტოპ 3 ქართული გუნდი უკეთეს ფორმაში იქნება ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს დროს თორე სასწაულად შევრცხვებით. ან ბათუმის დინამო რას დაემსგავსა ან თბილისის ან საბურთალო რაებს მოიბოდიალებს ხოლმე. ერთი ლოკომოტივი ამოძრავდა ცოტა და იქნებ გააგრძელოს პროგრესი.
ბათუმის ჩემპიონობა უფრო გამიხარდება არადა მარა ისეთ მატჩებში დაკარგეს ქულები შეიძლება უკეთესიც იქნება ვერ გახდეს
სამი ქულა კი ავიღეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი - ფსკერი
წარმატებები ჩემს დინამოს
ტორპედო 2---ტორპედო 1---
2-------------1
კუტალია შენ ფეხებზე დაგაფ…...ა სერგიამ რა მოხდა ასეტი რომ ტორპედოსტან გადაირიეტ შენ კუხიანიძემ ქიმაძემ
ამ ხურცილავას უაზრო ფეხების ქნევამ დაგვღუპა დღეს ბათუმიც და ქუთაისიც
ამ დინამოს რა ჩემპიონობაზეა აქ პრეტენზია დაშლილმა და უხელფასო ტორპედომ დაახია ბურთი თავზე მეორე ტაიმში
კუტალიასთან რა უნდათ მაგას ჩხეტიანი აღარ ათამაშებდა სასტავში და კაცი წავიდა კუხიანიძე ზამენაზე ყავდა
+
ისე დოლიძეს გაეტანა კუტალიას გოლამდე...მაგარი მომენტი ქონდა
რუსთავის და გორის დიდი იმედი მაქვს
არ მახსოვს ტორპედოს 6 თამაში ზედიზედ წააგო რეკორდი ხოარაა
ამ კუტალიას რატომ აგინებს თბილისის ფანობა ვერ გავიგე,ტიპი მარტო მიათრევს გუნდს
აწი უკვე თბილისურ დინამოს უფრო სახიფათო გზა აქვს გასავლელი ვიდრე ბათუმის დინამოს
მჭედლომ, ტრავმა მიიღო?
კი
სად თუ ძმა ხარ,თამაშით ეგ არ თამაშობს და...
შემოვიდა გაირა და გავიდა
