ლონდონის „არსენალი“ შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. Times-ის ცნობით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილოა და მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავენ.
„არსენალი“ ისეთ მწვრთნელს ეძებს, რომელიც პრემიერლიგის გარემოს კარგად იცნობს და ამ კუთხით პორტუგალიელი იდეალური კანდიდატურაა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოურინიოს „არსენალში“ მუშაობის სურვილის შესახებ ბრიტანული მედია ისედაც წერდა და არაა გამორიცხული „განსაკუთრებულმა“ სამწვრთნელო საქმიანობა ლონდონიდან განაახლოს.
შეგახსენებთ, „არსენალი“ პრემიერლიგაში 11 ტურის თავზე 17 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.