ფეხბურთი

19:24 | 12.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ანდერსონი შესაძლოა “გრემიოში” დაბრუნდეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერსონი შესაძლოა ბრაზილიაში დაბრუნდეს. ის “გრემიოს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ევროპაში კარიერის გაგრძელებამდე პროფესიულ დონეზე მხოლოდ ამ კლუბის მაისურით თამაშობდა.

ანდერსონი ბრაზილიურ რადიოს ესაუბრა.

“მშობლიურ კლუბში დაბრუნების შანსი გასულ ზამთარში მქონდა, თუმცა ფლორენციაში წავედი. “გრემიოში” ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ამასთან, იქ ჩემი მშობლები, მეგობრები და ნათესავები ცხოვრობენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და “გრემიოში” დაბრუნების სურვილს ზრდის, თუმცა მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული სად გავაგრძელებ კარიერას” – განცხადა ფეხბურთელმა.

სამხრეთამერიკელზე უარი გასული სეზონის პირველ ნახევარში დევიდ მოიესმა თქვა. ამ მიზეზით 26 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ფიორენტინაში” იჯარის წესით გაატარა, რის შემდეგაც “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნდა. ანდერსონს არც ვან გაალის მწვრთნელობის დროს უწევს თამაში. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ, “ბარნლისთან” გამოჩნდა მინდორზე.

თეგებიანდერსონი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:06 | 21.03.2019
araza-1918 (6330)

ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება

02:07 | 21.03.2019
ვახო ყაზახაშვილი (6)

Chanchura ნამდვილად

02:09 | 21.03.2019
ვახო ყაზახაშვილი (6)

21:31 | 20.03.2019
chanchura23 (4)

რა ყოვლის მომცველი სტატიაა

0.070445