ფეხბურთი

13:20 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "სამი ქულის აღების იმედი გვქონდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა "ბორნმუთთან" წაგებული პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და წაგებით იმედგაცრუებულია.

"წაგების გამო ყოველთვის იმედგაცრუებული ხარ. ბოლო პერიოდში ჩვენი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე სამი ქულის მოპოვების იმედი გვქონდა. კარგად თამაში ვერ დავიწყეთ, ასეთ მატჩებში თამაშზე კონტროლი უნდა დააწესო, რაც არ გამოგვივიდა. სათამაშო ხარისხი გვალდა და ცვლილებებია საჭირო." - ციტირებს BBC სულშერის სიტყვებს.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ერთადერთი გოლი ჯეიმს კინგმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა და "ალუბლებმა" 1:0 მოიგეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" 11 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში ჯერჯერობით მე-10 ადგილზე იმყოფება.

სტატისტიკა
0.439688