ჭადრაკი

1:29 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპირველობა მეორე პოზიციაზე დაასრულა

ჭადრაკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. პირველ დაფაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგით კი პირველი ადგილი და ოქროს მედალი ძაგნიძემ დაისაკუთრა. დასრულებული ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის ბოლო დღეს ერთმანეთს საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრები დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო პირველმა გუნდმა 3:1 იმარჯვა.

ჩვენმა მოჭადრაკეებმა ჩემპიონატის პირად დაფებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს. ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე, არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა! მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე! ბრინჯაოს მედალი კი მესამე ინდივიდუალურ დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა. ასევე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ვაჟთა შორის ივან ჩეპარინოვი, რომელიც ინდივიდუალურ მეორე დაფაზე ასპარეზობდა.

საქართველოს I-მა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი , მერი არაბიძე და სალომე მელია ასპარეზობდნენ, გუნდური 15 ქულა დააგროვეს და რეიტინგის მეორე პოზიციაზე განთავსდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველ პოზიციაზე რუსეთი გავიდა, რომელმაც ჯამურად 16 ქულა დააგროვა და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს მცირედით აჯობა.

რაც შეეხება საქართველოს მეორე ნაკრებს, მათ 10 ქულა დააგროვეს და ეს შედეგი მხლოდ მე-9 პოზიციისთვის გამოდგა საკმარისი.

მესამე ნაკრებმა კი 8 ქულა დააგროვა და 22-ე ადგილზე განთავსდა.

რეიტინგის პირველი ათეული კი შემდეგნაირია:

1. რუსეთი - 16 ქულა

2. საქართველო - 15 ქულა

3. აზერბაიჯანი - 14 ქულა

4. უკრაინა - 12 ქულა

5. ჰოლანდია - 12 ქულა

6. რუმინეთი - 11 ქულა

7. სომხეთი - 11 ქულა

8. თურქეთი - 11 ქულა

9. საქართველო II – 10 ქულა

10. უნგრეთი - 10 ქულა

22.საქართველო III - 8 ქულა

საქართველო (I)

ნანა ძაგნიძე (2502) - 7 (9);

ლელა ჯავახიშვილი (2457) – 5 (8);

ბელა ხოტენაშვილი (2446) – 3,5 (6);

მერი არაბიძე (2398) – 6,5(8);

სალომე მელია (2380) – 2,5 (4);

საქართველო (II)

ნინო ბაციაშვილი (2422) – 5 (8);

ნინო ხომერიკი (2315)- 3 (8);

სოფიკო ხუხაშვილი (2341)- 4 (7);

სოფიო გვეტაძე (2297) – 5 (8);

მირანდა მიქაძე (2279) – 2,5 (5).

საქართველო (III)

ლილე ქორიძე (1988) - 4 (8);

ეკატერინე ფიფია (1935) – 2 (7);

თამარ ესაძე (1885) – 3 (7);

ნია დონღვანი (1903) – 2,5 (7);

დიანა ლომაია (1861) – 4,5 (7).

ქალთა ნაკრებისგან განსხვავებით ვაჟებმა სასურველ შედეგს ვერ მოაღწიეს. საქართველოს პირველი ნაკრები რეიტინგში 10 ქულით მე-11 პოზიციაზე განთავსდა, მეორე ნაკრებმა კი ასპარეზობა 8 ქულით და შესაბამისად 28-ე ადგილზე დაასრულა. პირველ-მეორე პოზიციაზე კი რუსეთი და უკრაინა - შესაბამისად 15 და 14 ქულით გავიდნენ.

ვაჟთა ნაკრების რეიტინგის 10-ული კი შემდეგნაირია:

1. რუსეთი 15 ქულა

2. უკრაინა 14 ქულა

3. ინგლისი 14 ქულა

4. სომხეთი 13 ქულა

5. ხორვატია 12 ქულა

6. აზერბაიჯანი 11 ქულა

7. ესპანეთი 11 ქულა

8. გერმანია 11 ქულა

9. საფრანგეთი 11 ქულა

10. ჩეხეთი 11 ქულა

11. საქართველო I 10 ქულა

28. საქართელო II 8 ქულა

ვაჟები:

საქართველო (I)

ბაადურ ჯობავა (2617) – 3,5 ქულა (8-დან);

ივან ჩეპარინოვი (2670) – 6,5 (9);

ლევან ფანცულაია (2603) – 4,5 (8);

ლუკა პაიჭაძე (2574) – 3 (6);

გიგა ყუფარაძე (2457) – 3,5 (5);

საქართველო (II)

ნოე თუთისანი (2412) - 3,5 (9);

ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441) – 3 (8);

ნიკოლოზ კაჭარავა (2428) – 1,5 (6);

გიორგი სიბაშვილი (2382) – 4 (6);

ლუკა ობოლაძე (2336) - 4 (7).

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობამ სტარტი 24 ოქტომბრიდან, სასტუმრო „შერატონში“ აიღო, სადაც ევროპის 39 ქვეყნის გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოდა.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავდა: სამი ქალთა და ორი ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის: 140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 კი ფიდეს ოსტატი.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთი პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

0.154298