ფეხბურთი

22:15 | 2.11.2019 | ნანახია 1129 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი "ფერენცვაროშთან" (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ ესტუმრა და ქულა ბუდუს გოლით მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მასპინძელთა რიგებში ლაშა დვალს არ უთამაშია, რომელც განაცხადში არ იყო, ხოლო ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით მოხდენილი გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და როგორც გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა გასულ ტურშიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა და მოკლედ, ჩინებულ ფორმაშია. მთლიანობაში 25 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

„მეზოკოვესდკი“ კი, 23 ქულით „ფეჰერვართან“ და „ფერენცვაროშთან“ ერთად პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:31 | 03.11.2019
alfadhirhaiti (7530)

შიგ ვაისის თვალებში.

22:56 | 02.11.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ

22:33 | 02.11.2019
APOKALIPSIS (101)

კიდე რამდენი უნდა გაიტანოს რო დღვნაისის ყურადღება მიიქციოს? თან ევროლიგის ჯგუფის გუნდს თხარა

22:27 | 02.11.2019
100% (432)

მაგარი გოლი, ყოჩაღ.

0.134287