ფეხბურთი

18:15 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "ანჩელოტის სიმშვიდე და კონტეს სიმტკიცე - საუკეთესო მწვრთნელი ვიქნები!"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ კარიერაში დიდებულ მწვრთნელებთან უმუშავია და მათგან საუკეთესო თვისებებს აიღებს.

გარდა ამისა, პირლო სანდრო ტონალისა და ნიკოლო ძანიოლოს იტალიური ფეხბურთის მომავლად მიიჩნევს.

„გამიმართლა, რომ კარიერაში ბევრი შესანიშნავი მწვრთნელი მყავდა და ამიტომ, მომავალში ვეცდები ყველა მათგანისგან რაღაც გადმოვიღო. ანჩელოტის სიმშვიდე, კონტე სიმტკიცე და სხვებისგან ცოტა ნიუანსები. ვეცდები, ყველაფერს ერთად თავი მოვუყარო და იდეალური მწვრთნელი ვიყო. კონტე? რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ტაქტიკითაა შეპყრობილი, ის გენიოსია.

ჩემი მემკვიდრე? ტონალიში პიროვნულად ვხედავ ჩემს პერსონალურობას და არა თამაშში. დიდი სიმშვიდით თამაშობს, არ ეშინია პასების გაცემის და შეცდომის დაშვების. ამის შემდეგ ცოტათი გრძელი თმებითაც... ტონალი და ძანიოლო? ორივეს დიდი მომავალი აქვთ. ძანიოლო ძლიერია ფიზიკურად და სანდრო კი უფრო ნახევარმცველია. ისინი იტალიის მომავლები არიან.

იტალიის ნაკრები? მანჩინიმ ძალიან კარგად დაიწყო. გამოიჩინა გამბედაობა და ახალგაზრდები ათამაშა, რამაც შედეგი გამოიღო. საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და შეუძლია, რომ კიდევ უფრო უკეთ ათამაშოს გუნდი. ჩემი აზრით, ნაკრები სწორ გზაზეა.

„ოქროს ბურთი“? ჩემი მიზანი ეს არასდროს ყოფილა, რადგან პირველ რიგში გუნდთან ერთად გამარჯვებაზე ვფიქრობდი. ცხადია, თუ გუნდთან და ნაკრებთან ერთად იმარჯვებ, შესაბამისად, „ოქროს ბურთიც“ მოდის. რამდენჯერმე ხუთეულში ვიყავი და ესეც დამაკმაყოფილებელი იყო“, - თქვა პირლომ.

0.109267