საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის გარდა, პლეი-აუტის ზონაშიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და დღეს უშუალო კონკურენტები, „სიონი“ და „რუსთავი“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ბოლნისელები გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს გადაასწრებდნენ და რა გასაკვირია, რომ შეხვედრა ძალზე აქიურად დაიწყეს. შედეგად, „სიონმა“ პირველივე ნახევარში ორჯერ დაამწუხრა სტუმარი. ორჯერ ბექა გვარაძე გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს რუსთაველებმა ქავთარაძის პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მეორე ვეღარ გაიტანეს და უქულოდ დარჩნენ. ეგ კი არა, მსაჯის კომპენსირებულ დროში რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, თორემ „სიონი“ უფრო დამაჯერებლად მოიგებდა.
ბოლნისელებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს, 38 ქულა დააგროვეს და მერვე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო „რუსთავი“ 37 ქულით მეცხრე საფეხურზე დაქვეითდა. თუმცა, სამშვიდობო ზონა იქვეა, რადგან „ტორპედო“ და „დილა“ შესაბამისად 40 და 38 ქულით იწონებენ თავს.
„სიონი“ – „რუსთავი“ 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 გვარაძე (24), 2:0 გვარაძე (37), 2:1 ქავთარაძე (45, პენ)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ მალე გამოაცხვე რა სტატია
მაინტერესებს ფორუმელების აზრი პირველ თამაშზე
ისადა ჯადოქარს სითხე გამოელია თუ რა მაფიააა?

სად იყო მაგის სამ ქულიანები მაყად რო ისროდა რეგულარულში ყველა წერტილიდან
ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ოკლამ. დურანტულამ და რასელამ თუ თავისი თამაში აჩვენეს შემდეგიც რო მოიგოს გასვლაზე არ გამიკვირდება
ესაა სულ გოლდენი კაცო?

იმის ფონზე რო რასი მთელი 3 ტაიმი სად იყო თითონაც არ იცოდა არც დურანტულას მოუწყვეტია ზვეზდოჩკები მაინც წააგეს....რასაც დღეს უყურე იმის გათვალისწინებით რო შეაკვდებიან ერთმანეთს ამ გუნდებს კავალერიასთან შანსი არა აქვთ...
რასელს აუდგა და ოკლა წინაა. დურანტულას ველი შემდეგ თამაშში
კავალერიამ თუ კიდევ 4-0 მოიგო მართლა საღოლ... და სავარაუდოდ გოლდენ-ოკლას გამარჯვებულსაც მოუგებენ.. ისინი დიდი ალბათობით მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებენ და დალურჯებულები და დაღლილები შეხვდებიან მეფის სასტავს
4-0 ან მაქსიმუმ 1 ხელი წაართვას კავალერიას ტორონტომ
ეგრეა