ფეხბურთი

12:56 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: "რონალდუ ვარჯიშს დილის 6 საათზე იწყებდა"

„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, პორტუგალიელი დილის 6 საათიდან ვარჯიშობდა, ხოლო ლიონელის შემთხვევაში ყველაფერი ბუნებრივია.

„რონალდუ მთელ დღეს დარბაზში ატარებდა, აკვიატებული იყო. მახსოვს, რომ „მანჩესტერში“ დილის 9 საათზე ვვარჯიშობდით. 8 საათზეც რომ მივსულიყავით, ის უკვე იქ იყო. თუ მივიდოდით 7-ის ნახევარზე, მაინც იქ იყო. ერთხელ გადავწყვიტე ყველაზე ადრე მივსულიყავი, ექვსის ნახევარზე ვარჯიშზე ვიყავი, მაგრამ მაინც იქ დამხვდა, ნახევარდა ეძინა, მაგრამ უკვე იყო.

მესი? მესი ასე არაა. მისთვის ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ამასთან ერთად ბევრს ვარჯიშობს. თავიდან ჯარიმებს არ ასრულებდა, ახლა კი, ყველა წერტილიდან ასრულებს. ამაზე ბევრი ივარჯიშა“, - თქვა ტევესმა.

0.121665