ფეხბურთი

12:09 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ანტირეკორდები

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „დიჟონს“ ესტუმრა და დასაწყისშივე კილიან მბაპეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მოულოდნელად მაინც წააგო - 1:2.

Opta-ს ცნობით, პარიზელებმა 2019 წელს ლიგა 1-ში მერვე თამაში წააგეს და ეს ყველაზე უარესი შედეგია ერთ კალენდარულ წელში 2010 წლის შემდეგ, როდესაც 13 მარცხი განიცადეს.

ამასთან, ეს იყო პსჟ-ს მესამე წაგება ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში და საწყისი 12 მატჩიდან 3 მარცხი პარიზულ გუნდს ბოლოს 2010-2011 წლების სეზონში ჰქონდა.

მიუხედავად უმნიშვნელო ანტირეკორდებისა, ტომას ტუხელის გუნდი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ნანტს“ 8 ქულით უსწრებს.

თეგებიპსჟლიგა 1
0.111857