ფეხბურთი

18:43 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" მსაჯობით უკმაყოფილოა: გუნდის მფლობელი "დინამოს" და ქართული ფეხბურთის დატოვებას აპირებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "დინამო ბათუმი" საჩხერის "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხდა. აჭარული გუნდის ხელმძღვანელობა მსაჯობით უკმაყოფილოა და კლუბიდან წასვლას გეგმავენ. ამის შესახებ "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა:

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და "დინამო ბათუმს”, - ციტირებს აჭარული გუნდის ვებგვერდი ბერიძის სიტყვებს.

ბერიძის პრესკონფერენცია "დინამო ბათუმის" ბაზაზე ხვალ, 1-ელ საათზეა ჩანიშნული. გია გეგუჩაძის გუნდი 64 ქულით გათამაშების ლიდერია, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.121068