ფეხბურთი

22:00 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "პსჟ ნეიმარის დონის გუნდი არაა"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ნეიმარს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას ურჩევს. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, პარიზელებს ნეიმარის დონის გუნდი არ ჰყავთ.

„ნეიმარის ძალიან მჯერა, მაგრამ გუნდი უნდა შეიცვალოს. პსჟ დიდი კლუბია, ფანტასტიკური, მაგრამ ნეიმარის დონის არაა. ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უფრო დიდი ისტორია აქვს. ბუნებრივია ამ ტურნირის ან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“, - აღნიშნა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ ტრანსფერით ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

0.10959