ფეხბურთი

18:15 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" ტუდორი დაითხოვა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი დაითხოვა. ხორვატი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი ფრიულელთა წარუმატებელი თამაში გახდა.

უდინელებმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ჯერ „ატალანტასთან“ 1:7, ხოლო შემდეგ „რომასთან“ საკუთარ მოედანზე, როდესაც მატჩის დასაწყისიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ, 0:4 წააგეს.

ტუდორს კი, ეს არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. მთლიანობაში „უდინეზემ“ სერია A-ს 10 შეხვედრიდან 3 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და 4-ჯერ წააგო.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ხორვატს, მაგრამ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, შესაძლოა მისი მემკვიდრე ლუიჯი დი ბიაჯო აღმოჩნდეს.

0.110183