ფეხბურთი

16:20 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საჩემპიონო ამბიციას შორდება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დაიწყო და შეიძლება ითქვას, გია გეგუჩაძის საჩემპიონო ოცნება დასრულდა.

ცხადია, აჭარულ გუნდს შანსი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ვითარება ერთობ გაირთულა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მენტალური ასპექტის მხრივაც ძალზე რთულ დღეშია. ივანწმინდაში „დინამო“ „ჩიხურასთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც არაერთხელ შექმნა, მაგრამ ვერ იხეირა და მეტიც, მეორე ტაიმში ორჯერ გაუშა.

ჯერ სარდალიშვილის პასით გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, შემდეგ რატი არდაზიშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ და დიდებული გოლი გაიტანა - 2:0.

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი ჩაატარა (3 ფრე, 1 წაგება), ხოლო 11-მატჩიანი წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. გეგუჩაძის გუნდი ჯერ ისევ ლიდერია, მაგრამ ამ ტურში „საბურთალო“ გამარჯვების შემთხვევაში დაეწევა, ხოლო „დინამო თბილისი“ ქულის შემთხვევაში ეწევა, თუ მოიგებს, საერთოდ გადაასწრებს.

როგორც ხედავთ, ყველაზე გარდამტეხ მომენტში ბათუმელებმა მობილიზება დაკარგეს, სხვას ვერაფერს მივაწერთ იმას, რომ გადამწყვეტ სტადიაზე „დინამომ“ 4 თამაშში მხოლოდ 3 ქულა შემატა აქტივს და იმის მაგვირად, რომ ახლა სერიოზული ჰანდიკაპი ჰქონოდა, მეტოქეების ფეხის დაცდენის იმედად უწევს ყოფნა.

ამასობაში, „ჩიხურამ“ მისთვის მეტად ფასეული 3 ქულა მოიპოვა და 41 ქულით პლეი-აუტის ზონას დაშორდა.

„ჩიხურა“ – „დინამო“ (ბთ) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ფანცულაია (68), 2:0 არდაზიშვილი (89)

0.116411