ფეხბურთი

9:08 | 1.11.2019 | ნანახია 872 - ჯერ

„ლივერპულმა,“ შესაძლოა, ლიგის თასზე და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა შემადგენლობებით ითამაშოს

„ლივერპული“ ინგლისის საფეხბურთო ლიგასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, „ასტონ ვილასთან“ ლიგის თასის მეოთხედფინალის თარიღის შეცვლის თაობაზე. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი არ გამორიცხავდა, რომ მერსისაიდელებს საერთოდ უარი ეთქვათ ტურნირში მონაწილეობაზე, რადგან ის დოჰაში გასამართ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს ემთხვევა.

Daily Mail-ის ცნობით, შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. „ასტონ ვილასთან“ მატჩის 8 იანვარს ჩატარება. ასევე არსებობს ალბათობა, რომ „წითლები“ გაიყოფიან, ერთი შემადგენლობა დოჰაში გაემგზავრება, მეორე კი „ლომებს“ შეერკინება. კლოპი მთავარ გუნდს გაჰყვება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ლიგის თასზე კი გუნდს მისი ასისტენტები უხელმძღვანელებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:11 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღეს ნომერ პირველია გერმანელი. დიდია ძაან

0.116341
872