ფეხბურთი

1:41 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" 9:0 და 1 500 გირვანქა სტერლინგი

ინგლისის პრემიერლიგის წინა ტურში „ლესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონი“ წარმოუდგენელი და სარეკორდო ანგარიშით, 9:0 დაამარცხა. „მელიების“ გარდა, ამ ამბავით პოლ ადლემმა იხეირა, რომელმაც 1 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო.

The Sun-ის ინფორმაციით, ადლემმა როდესაც „ლესტერი“ 3:0 დაწინაურდა, 10 გირვანქა სტერლინგი დადო, რომ „ლესტერი“ შეხვედრას 9:0-ს მოიგებდა. იმ დროისთვის ამ კომბინაციის ფსონი 150 გახლდათ.

სწორედ ამიტომ 1 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ცხადია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაცილებით დიდი თანხა მოუგიათ, მაგრამ აბა როგორი გამოსაცნობი იყო, რომ პრემიერლიგაში „სენტ მერიზე“ „წმინდანებს“ „ლესტერი“ მსგავსი სხვაობით დაამარცხებდა, თუნდაც მაშინ, როდესაც ანგარიში 3:0 გახლდათ...

სტატისტიკა
0.231617