ფეხბურთი

20:38 | 31.10.2019 | ნანახია 1543 - ჯერ

"მილანი" ზამთარში ლოვრენის დამატებას შეეცდება

"მილანი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ლივერპულს" დეიან ლოვრენის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებით მიმართავს. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის შეთავაზებას აპირებს "როსონერი".

ზაფხულში იტალიურმა კლუბმა სცადა ტრანსფერის განხორციელება, თუმცა "წითლები" 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვდნენ და შეთანხმება მაღალი ფასის გამო არ შედგა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "მერისაიდელთა" მაისურით 2014 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ლოვრენმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:12 | 02.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:11 | 02.09.2016
რაჭა (10043)

აბა კი უნდა ვუქომაგო - ნახევარზე მეტი "დინამოელია"
წარმატებები

0.064675
1543