ფეხბურთი

18:23 | 31.10.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ბონუჩის რეკორდი სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი სერია A-ში ერთადერთი მცველია, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ავრცელებს.

ბონუჩიმ 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული სერია A-ს გათამაშებას უგოლოდ არ ასრულებს და მსგავსი შედეგით ამ პერიოდში იტალიაში ვერავინ გამოირჩა.

ბონუჩიმ ხსენებულ 7 სეზონში 17 გოლი გაიტანა, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება:

2013-2014 წლების სეზონი – 2 გოლი

2014-2015 წლების სეზონი – 3 გოლი

2015-2016 წლების სეზონი – 3 გოლი

2016-2017 წლების სეზონი – 3 გოლი

2017-2018 წლების სეზონი („მილანში“) – 2 გოლი

2018-2019 წლების სეზონი – 3 გოლი

2019-2020 წლების სეზონი – 1 გოლი (სეზონი მიმდინარეობს)

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ ლეონარდო ბონუჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 მოუგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 14.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ლიგაზეც იციან თავისი ადგილი

12:08 | 14.05.2023
Marco8 (3589)

იცის თავისი ადგილი ))))))))))))

18:59 | 14.05.2023
Kobe Bean (21686)

)))))))

0.065171