თამაშგარე

12:20 | 31.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერუელი ლამაზმანის ლოგიკური არჩევანი

ულამაზესი პერუელი მოდელი სინდი მეხია მას შემდეგ რაც ჯერ “მის უნივერსი“, შემდეგ კი “მის პერუ“ გახდა, ბუნებრივია რომ ცნობილ კაცთა სამიზნედაც იქცა და მისი გულის მოინადირებას რომელი ხელობისა და გაქანების მამრი არ ცდილობდა. ამ პოპულარობას სინდი იფერებდა და იფერებდა...

თუმცა, ყველაზე მეტად პერუელ ყოფილ ფეხბურთელს, ხუან ფერნანდესს გაუმართლა, რომელმაც ლამაზმანი შეიძლება თავისი სიმშვენიერით ვერა, მაგრამ წარმატებულობით ნამდვილად მოხიბლა და გულბოყდამთუთქველი სინდი მეხია გაცნობისთანავე ევროპაში წაიყვანა სამოგზაუროდ.

სინდი მეხიას რჩეული ამჟამად ბიზნესში მოღვაწეობს და როგორც ჩანს სიმდიდრით გამორჩეული ვინმეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი არ არიან, სინდი და ხუანი უკვე ერთად ცხოვრობენ და პერუს დედაქალაქ ლიმაში როდესაც სიტყვა “პოპულარულს“ იტყვიან, პირველყოვლისა ეს წყვილი წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ.

0.114493