სტამბოლის „ბეშიქთაში“ ლორის კარიუსს „ლივერპულში“ დააბრუნებს. თურქული გუნდის ხელმძღვანელობა გერმანელი კიპერის გარჯით უკმაყოფილოა და საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტას გეგმავს.
ბრიტანული მედიის ცნობით, კარიუსი „ლივერპულში“ იანვარში დაბრუნდება და „წითლებს“ ამის შემდეგ მოუწევთ მისთვის ახალი გუნდის მოძებნა.
კარიუსის კოშმარი 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან დაიწყო და „ბეშიქთაშშიც“ არაერთი დასამახსოვრებელი შეცდომა დაუშვა.