ფეხბურთი

13:47 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ერთ დღეს რაული "რეალის" მწვრთნელი გახდება"

"რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ერთ დღეს რაულ გონსალესი "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

"რაულის გვერდით მეც ვთამაშობდი. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანელმ შემტევმა "რეალის" მაისური პირველად მოირგო. კლუბის ისტორიაში მას უდიდესი როლი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ ის ერთ დღეს "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება"- განაცხადა ზიდანმა.

რაულს "რეალის" ისტორიაში ყველაზე მეტი 741 მატჩი აქვს ჩატარებული და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე მეტი 323 გოლი აქვს გატანილი.

ამ დროისთვის რაული "რეალის "მეორე გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

0.113231