ფეხბურთი

10:47 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ რონალდუს საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო

„ბარსელონას“ არგენტინელმა მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელ შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს, საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო - გვამცნობს Actu Foot.

პრიმერას მე-11 ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. მესიმ დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე პასითაც გამოირჩა. ასე რომ, მესიმ თავისი 608-ე გოლი გაიტანა საკლუბო დონეზე. ამისათვის მას 695 მატჩის გამართვა დასჭირდა. მის ოდინდელ მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს კი 813 თამაშში 606 ბურთი აქვს გატანილი.

საშუალოდ, მესის 0.87 გოლი გააქვს ერთ მატჩში, რონალდუს - 0,75.

0.158113