კალათბურთი

11:19 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი დევისის საოცარი შეხვედრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „მემფისი“ 120:91 გაანადგურა. პირველი პერიოდი „დათვებმა“ 5 ქულით მოიგეს, დარჩენილ სამ პერიოდში ლოს ანჯელესელებმა მეტოქე დამაჯერებლად დაჯაბნეს.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 20 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. დევისმა „ლეიკერსის“ რეკორდი დაამყარა, მან 27 საჯარიმო სროლიდან 26 ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო.

„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „დალასთან“ 106:109 წააგო. „დენვერი“ მთელი შეხვედრა ანგარიშით წინ იყო, ხოლო გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა,რომელიც „დალასმა“ 26:18 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა პოლ მილსაპმა ჩააგდო. ნიკოა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, 10 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი. „დალასმა“ საოცრად გუნდური კალათბურთი ითამაშა, ცხრა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო.

მაიამი“ – „ატლანტა“ 112:97 (29:26, 30:23, 29:21, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=CrQXFWhSILk

„დენვერი“ – „დალასი“ 106:109 (31:27, 30:33, 27:23, 18:26)

https://www.youtube.com/watch?v=6G-FE4Xatic

„ლეიკერსი“ – „მემფისი“ 120:91 (27:32, 22:15, 39:20, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=5XvwrXzK838

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11625