მადრიდის „რეალი“ მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ნახევარმცველ ისკოს დაემშვიდობოს - წერს Mundo Deportivo. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.
სეზონის დასაწყისში მისით „მანჩესტერ სიტი,“ „არსენალი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ამჟამად ოფიციალური წინადადება მადრიდელებს არავისგან მიუღიათ.
ისკო „რეალში“ 2014 წელს გადავიდა „მალაგიდან.“ სატრანსფერო თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა, ესპანეთის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა. მადრიდულ კლუბთან მისი კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.