კალათბურთი

1:21 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 11 ქულა და 7 მოხსნა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ესპანურმა გუნდმა C ჯგუფის მესამე შეხვედრა საკუთარ კედლებში „პერისტერთან“ ჩაატარა და 72:68 იმარჯვა.

სეზონის წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გიორგი შერმადინს არც ისე გამორჩეული თამაში ჰქონია. ქართველმა ცენტრმა 23:53 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 9-დან მხოლოდ 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ სამი გამარჯვება აქვს და ქვეჯგუფს ლიდერობს. მომდევნო ტურში კი, 5 ნოემბერს, „ნიმბრუკს“ ესტუმრება.

0.177537