ფეხბურთი

22:16 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს ჩინეთში ეპატიჟებიან

მადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა კარიერა შესაძლოა ჩინეთში გააგრძელოს, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ზამთარის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩინურ კლუბს "შანხაი შენხუა" ბეილის გადაბირებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით ჩინური კლუბი ბეილს წელიწადში ხელფასის სახით 22 მილიონ ევროს პირდება.

ბეილი "რეალში" 2013 წელს "ტოტენჰემიდან" 100 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ბეილმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118666