ჩოგბურთი

21:48 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკასთვის სეზონი დასრულდა

მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი იაპონელი ნაომი ოსაკა, წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოიხსნა.

ოსაკამ წითელ ჯგუფში პეტრა კვიტოვა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. მაგრამ ტრავმის გამო, ტურნირზე ასპარეზობა შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ოსაკას კორტზე ვეღავ ვიხილავთ.

"ჩინეთის ღია პრიველობაზე მხრის ტრავმით ვასპარეზობდი. კვიტოვასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ვიგრძენი თავი უკეთ, მაგრამ პეტრასთან ხანგრძლივმა შეხვედრა ტრავმა ისევ გამიმიზეზა"- განაცხადა ოსაკამ.

ოსაკას ნაცვლად ტურნირზე კიკი ბერტენსი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117413