ჩოგბურთი

21:15 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი პარიზში არ ითამაშებს

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი პარიზის მასტერსიდან მოიხსნა, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, როჯერისთვის უფრო მნიშვნელოვანი წლის შემაჯამებელ ტურნირზე მაღალ დონეზე ასპარეზობაა, რის გამოც პარიზში არ ითამაშებს.

ფედერერის ნაცვლად ტურნირში "იღბლიანი წაგებულის" სტატუსით ანდრეას სეპი ითამაშებს.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

0.108703