ფეხბურთი

15:48 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ნოემბრის მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენთვის ეს ცნობა უფრო საინტერესოა, რადგან ბალკანელების ერთ-ერთი მეტოქე ნოემბერში საქართველოს ნაკრები იქნება.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ სპარინგისთვის და მანამდე სლოვაკეთთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა, ინგლისი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო, ზაგრები), სიმონ სლუგა (ლუტონი, ინგლისი)

მცველები: ტინ იედვაი (აუგსბურგი, გერმანია), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე, ბელგია), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი, დანია), დუიე ჩალეტა-ცარი (მარსელი, საფრანგეთი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მელნიაკი (რიზესფორი, თურქეთი), დინო პერიჩი (დინამო, ზაგრები)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), მარსელო ბროჟოვიჩი (ინტერი, იტალია), მილან ბადელი (ფიორენტინა, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი, გერმანია), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე რებიჩი (მილანი, იტალია), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო, ზაგრები), მისლავ ორშიჩი (დინამო, ზაგრები)

გაფართოებული სია: მარკო როგი (კალიარი, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (ჰაიდუკი), მარინ ლეოვაცი (დინამო, ზაგრები), იოსიპ იურანოვიჩი (ჰაიდუკი)

შეგახსენებთ, ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, პულაში გაიმართება. ეს იქნება ვლადიმირ ვაისის გუნდის ბოლო სპარინგი და თამაში მარტში გასამართი ერთა ლიგის ნახევარფინალამდე.

0.118391