მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ, 41 წლის ჯიჯი ბუფონი, კარიერის დასრულებას არ აპირებს - წერს Tuttosport.
წყაროს ინფორმაციით, ბუფონი მზადაა დარჩეს. თავის მხრივ, არც ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობაა ამის წინააღმდეგი. მომავალი სეზონის დასაწყისისთვის ბუფონი 42 წლის იქნება. თუკი ის კონტრაქტს ხელს მოაწერს, კარიერას 43 წლისა დაასრულებს.
გასულ ზაფხულს ბუფონი პსჟ-დან „იუვენტუსში“ დაბრუნდა და ფაქტობრივად, ვოიცეხ შჩესნის დუბლიორი გახდა. თუმცა, იტალიელმა მეკარემ განახცადა, რომ ასეთი როლი აკმაყოფილებს.