ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ შემტევმა, უეინ რუნიმ, ჟურნალისტებს MLS-ის პრობლემების თაობაზე ესაუბრა.
„MLS-ის მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასებია. თუ კლუბების შემოსავლებს გავაანალიზებთ, გამოვა, რომ ისინი ღირსეულ ხელფასებს არ იხდიან. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხება. სწორედ ეს აფერხებს ლიგის განვითარებას.
ამ ასპექტში MLS-ის მესვეურებს ევროპაზე სწორებას შევთავაზებდი. ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა.
კიდევ, ძალიან იოლად ხორციელდება ტრანსფერები. ერთ დღეს აღმოსავლეთის კონფერენციაში ასპარეზობ და უცებ აღმოჩნდები დასავლეთისაში.“ - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს The Athletic.