როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი იააპ სტამმა დატოვა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იააპმა თავად გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, რადგან გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს.
„ფეიენოორდმა“ ერედივიზიონის ბოლო ტურში ამსტერდამის „აიაქსთან“ 0:4 წააგო და სწორედ ეს მატჩი გამოდგა ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ბოლო როტერდამულ გუნდში.
თეთრ-წითლებმა მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი აიღეს და ერედივიზიონში 14 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.