ფეხბურთი

23:29 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი უახლოეს სამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს. ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევს რომის „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ გვერდითი მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა არ აპატიეს.

რიბერიმ დღესვე, სანამ სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას მიღებდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა, მაგრამ სასჯელს თავი მაინც ვერ აარიდა.

აქევ გეტყვით, რომ რიბერი „ფიორენტინას“ „სასუოლოსთან“, „პარმასთან“ და „კალიარისთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება.

0.122961